არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება - შეფასებები

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებენ. განცხადებას 126 ორგანიზაცია აწერს ხელს. „ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; ვაცხადებთ, რომ არასოდეს არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში; მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ.