პოლიტიკური განცხადებები მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასა და ჩატარებულ სპეცოპერაციაზე
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დღეს პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა.
დაღუპულის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია ყველა დაელოდოს გამოძიების დასრულებას.
პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტერორიზმის საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება.