პრემიერმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

მთავრობის მეთაური არსებულ შეკითხვებზე პასუხებს გამოძიებისგან ელოდება.

პრემიერ-მინისტრმა ქისტი თანამემამულეების მიმართ პატივისცემა გამოხატა.