თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.
მთავრობის მეთაური არსებულ შეკითხვებზე პასუხებს გამოძიებისგან ელოდება.
პრემიერ-მინისტრმა ქისტი თანამემამულეების მიმართ პატივისცემა გამოხატა.