სამთავრობო ცვლილებების განახლება პარლამენტში

პარლამენტი პრემიერობის ახალი კანდიდატის მოსასმენად ემზადება.

ირაკლი კობახიძის 73-გვერდიანი სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე საათის წინ გაიგზავნა. პროგრამა საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდზეა გათვლილი, ოქტომბრის შემდეგ კი მისი კორექტირება იგეგმება.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაცია, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა – ეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებებია. სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს სატრანზიტო როლის ზრდაზე და მსხვილ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაზე. გამოყოფილია ე.წ. შუა დერეფნის პროექტი. პრიორიტეტების ჩამონათვალშია დასაქმების ხელშეწყობა, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ეკონომიკის სტიმულირება და ინვესტიციების მოზიდვა.

პრემიერობის კანდიდატი, განახლებული მთავრობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტმა 8 თებერვალს უნდა დაამტკიცოს.