შეხვედრა მოსახლეობასთან

ქეთევან ციხელაშვილი და მაია ცქიტიშვილი პანკისის ხეობის ახალგაზრდებს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, ასევე ჰესების მშენებლობასა და ხეობაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ადგილობრივების ჩართვას.

დღესვე შეხვედრა შედგება ხეობის უხუცესებთან და ქალთა საბჭოსთან.