საპატრულო პოლიციის საინფორმაციო „ქოლ-ცენტრი“რეგიონებში

საპატრულო პოლიციის საინფორმაციო „ქოლ-ცენტრის“ მომსახურება  რეგიონებშიც ინერგება. საქართველოს მასშტაბით, ოპერატორთა გადამზადება დასრულდა, რაც მოსახლეობას საპოლიციო სერვისების ოპერატიულად და დისტანციურად მიღების საშუალებას მისცემს. ორთვიანი მუშაობის შედეგად, პრაქტიკაში გამოკვეთილი გამოწვევების სრულყოფის მიზნით, შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პროფესიულ დონეს იმაღლებენ „სერვის +“-ის, ეფექტური კომუნიკაციის წარმოების, შესაბამის ბაზებში მუშაობის, პერსონალური მონაცემების გაცემის სპეციფიკის, მოქალაქეთა საჭიროებების სწორ იდენტიფიცირების და საჭირო სხვა მიმართულებებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და „112“ -ის ხელმძღვანელები საინფორმაციო სატელეფონო მომსახურების ცენტრის გადამზადებულ თანამშრომლებს შეხვდნენ. თეიმურაზ კუპატაძე და ნიკა გელაშვილი გადამზადების სატელეფონო მომსახურების ცენტრის სტანდარტის პრეზენტაციას დაესწრნენ.