„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება

გადაწყვეტილება იგვიანებს – ,,ნაციონალური მოძრაობა” ისევ ფიქრის პროცესშია.

მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნებული ნიკა მელია რეგიონებში მოგზაურობს და პარტიულ აქტივს ხვდება. როგორც ჩანს, პოლიტ-საბჭოში დაგეგმილ კენჭისყრამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარტიის თავმჯდომარე პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე მხარდამჭერთა მოსაზრებებს ისმენს. შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის თემაზე გუნდში პოზიციები ისევ გაყოფილია. საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც სწორედ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის გამო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მწვავედ გააკრიტიკა, პარტიას საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ურჩევს.