რეგიონებში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება

15:18, 08.02.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. ამჯერად შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. შეხვედრაზე სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

გაიმართა დისკუსია, სადაც იმ გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, რაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს.

მსგავსი