უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო პოლიციამ თბილისში.
საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირია დაკავებული. ერთ-ერთი მათგანის მანქანაში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე დააკავეს, მეორე ბრალდებული. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღია ამოღებული.