მწერალთა სახლის ეზოში პოეტებმა და მწერლებმა კანონში დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტეს. ისინი კანონს მათ საქმიანობაში ხელის შეშლად მიიჩნევენ. მათი განცხადებით, ეს არის ცენზურის დაწესების მცდელობა, რომელთან შეგუებასაც არ აპირებენ. აქციას, მწერლებთან ერთად, საზოგადოების ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ.
კანონში ცვლილებები უმრავლესობის წევრებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა შეიმუშავეს. ინიციატივის თანახმად, სასამართლოს, შესაძლოა, მიანიჭონ უფლებამოსილება, რომ განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვების უფლებებს ლახავს.