„ლედ ზეპელინის“ ლეგენდარული წევრი საქართველოში ჩამოდის.
რობერტ პლანტი ქვეყანას შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ესტუმრება. კონცერტს 19 ივლისს „ბლექსი არენა“ უმასპინძლებს. საფესტივალო მზადება დაწყებულია. მრავალფეროვან პროგრამაში რამდენიმე ცვლილებაც შევიდა.
წლევანდელი ფესტივალის მონაწილეთა სიას თათია კუჭუხიძე გაგვაცნობს.