ჯაზფესტივალი - შეკვეთილში რობერტ პლანტი კონცერტს გამართავს

„შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ ფარგლებში საქართველოში ლეგენდარული ჯგუფის, „ლედ ზეპელინის“ სოლისტი, რობერტ პლანტი კონცერტს გამართავს.

ჯაზ ფესტივალი წელს 4 პროექტით იქნება წარმოდგენილი. საკონცერტო სერიები რამდენიმე ქალაქს და რეგიონს მოიცავს. კონცერტები ჩატარდება ბათუმში, შეკვეთილში, კახეთში, თბილისსა და რუსთავში. რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკი 1 სექტემბერს ბრიტანული ჯგუფის “ქემიქალ ბრაზერსის” კონცერტს უმასპინძლებს.

თათია კუჭუხიძის სიუჟეტი დეტალებით.

 

დატოვე კომენტარი