პირველი თებერვლიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედებული შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. სქემა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, იხსნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, გარდა შაბათ-კვირისა. თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, ყველგან ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი და სწავლა სასკოლო სივრცეში განახლდება. თუმცა ჩამოთვლილ სამ დიდ ქალაქში, მოსწავლეები სკოლის შენობებს მხოლოდ პირველი მარტიდან დაუბრუნდებიან.
ობიექტებს, მუშაობის განახლებისთვის გარკვეული მოთხოვნების შესრულება მოუწევთ.
რას ითვალისწინებს და რა ეტაპებს მოიცავს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა,
რას ავალდებულებს მათ მთავრობა და როგორია მაღაზიების მენეჯმენტის პასუხი? – მარიამ სეთურიძე განაგრძობს თემას.
მოამბე