პირველი ექსპერიმენტული და 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა
6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა დღეს ფსიქოლოგებისა და ოჯახის წევრების თანდასწრებით პირველი ექსპერიმენტული და 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა შეკითხვები იმ ბავშვებს დაუსვეს, რომლებიც პირველ დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებაში გარკვეულ მონაწილეობას იღებდნენ.
კომისიის წევრები მოზარდების ჩვენებებზე საუბრისგან თავს იკავებენ. სერგი კაპანაძის თქმით, მოწმეები დეტალებსაც ყვებიან და იძლევიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც საბოლოო ჯამში კომისიის მიერ შეფასდება.
არასრულწლოვნების გამოკითხვა მომავალ კვირას გაგრძელდება.