"ხორავას ქუჩის საქმის" შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი ხმაურიანი სხდომა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი ხმაურიანი სხდომა. კომისიის წევრები დღეს 9 საათის განმავლობაში, დეტექტივ-გამომძიებლებსა და 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების დირექტორებს კითხავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლების მოსმენის დროს, კომისიის წევრებს შორის  სიტუაცია იმდენად დაიძაბა,  რომ სხდომის შეწყვეტა და ტექნიკური შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო. მიუხედავად ამისა, დეპუტატებმა მაინც შეძლეს გამომძიებლებისთვის კონკრეტული კითხვების დასმა მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

გიორგი კობერიძე განავრცობს თემას – რა შეკითხვები და პასუხები ისმოდა სხდომაზე?