პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ზვიად კუპრავას მოუსმინა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ზვიად კუპრავას მოუსმინა. კუპრავამ იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელთაც, მისი თქმით, ხორავას ქუჩის ტრაგედიის ალტერნატიული გამოძიებისას მიაკვლია. ის ზაზა სარალიძეს სიმართლის დადგენაში ეხმარებოდა, ეჭვები კი იმ გარემოებამ გაუჩინა, რომ გამოძიება მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვაზე უარს ამბობდა.

ზვიად კუპრავამ ისაუბრა ხორავას ქუჩაზე არსებული ფარდულის – სარალიძის მკვლელობის ადგილის დანგრევაზეც და გაიხსენა მისი კომუნიკაცია ბორის კაკუბავასთან. კუპრავას განცხადებით, ის კაკუბავას რამდენჯერმე ელაპარაკა და აღნიშნა, რომ კაკუბავა კუპრავასა და მირზა სუბელიანს შორის შუამავალი იყო.