საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა გამო. მთელი საქართველო გლოვობს ბათუმში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულებს. ამ ტრაგედიის შედეგად ჩვენი თანამშრომლის, მზია შომახიას ოჯახის წევრები დაიღუპნენ.
სიტყვები უძლურია იმ ტკივილთან, რაც ამ დღეებში ჩვენს ხალხს თავს დაატყდა, 8 ოქტომბერი უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული დღე აღმოჩნდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.
ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ