თელავში IDC პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრის „პიროვნული განვითარების სახელოსნო“ გაიხსნა. სახელოსნოში ფსიქოლოგებსა და სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები კვირაში ერთხელ გაიმართება. ასეთი შეხვედრების მიზანი პიროვნების განვითარების ხელშეწყობა, ახალი მიზნების დასახვა და მათი განხორციელებისთვის საჭირო უნარების შეძენაა.