სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა საქალაქო სასამართლოსთან მომუშავე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ეთერი ჩაუშალეს. „ქრონიკის“ ჟურნალისტ მარიამ ქართველიშვილს ჩართვის დროს ხელი შეუშალეს ეკა კვესიტაძემ, ნინია კაკაბაძემ, ნინო ჯანგირაშვილმა და ლაშა ბუღაძემ.
„ჩაჯექით პუტინის ნავში, ვერსად ვერ გაგვექცევით“, – ამ სიტყვებით მიმართა ეკა კვესიტაძემ „იმედის“ ჟურნალისტს. მოგვიანებით კვესიტაძემ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა და მსგავსი ქმედებისკენ სხვებსაც მოუწოდა. ტელეკომპანია „იმედი“ მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად აფასებს და რეაგირებას მოითხოვს. სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ ამ ინციდენტზე რეაგირება მისი მანდატის ფარგლებს სცდება.