ქუთაისის აეროპორტიდან რეისები დანიის მიმართულებითაც შესრულდება.
რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოში ავიაბაზას აფართოებს და მეოთხე საჰაერო ხომალდს ამატებს. შესაბამისად გაიზრდება ფრენების სიხშირე ევროპის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებითაც. ქართულ ავია-ბაზარზე 2012 წლიდან შემოსული უნგრული კომპანია წლის ბოლომდე კიდევ ექვს ახალ მიმართულებას დაამატებს. ქართული მხარე ახალი ხომალდის დამატების შემდეგ ტურისტების ნაკადების მკვეთრ ზრდას ელოდება.