რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა პოლიტიკურ სპექტრში კვლავ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების თემაა. ოპოზიცია ხელისუფლებას კოლაბორაციონიზმში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო მოსკოვისგან დისტანცირდა, საქართველოს მთავრობა მათთან დაახლოებას ცდილობს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფი ქვეყნისთვის, მთელი ეს პროცესი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორი იქნება.