პირადი მონაცემების სკანდალი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და გავლენიანი სოციალური ქსელის გარშემო ხმაურიანი სკანდალი გრძელდება. ამის მიზეზი მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემების ხელყოფის ბრალდებაა.

10 აპრილს მარკ ცუკერბერგს რთული დღე ელის. პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი კაპიტოლიუმის შენობაში უნდა მივიდეს, სადაც კონგრესმენების კითხვებს უპასუხებს.

რაში ადანაშაულებენ ფეისბუქს და რა კავშირშია ამ ყველაფერთან ბრიტანული ანალიტიკური კომპანია კემბრიჯ ანალიტიკა.