"პიჯაკების საქმე" - ბრალდების მხარემ პროცესზე დოქტორ დოტის ვიზიტის პერიოდზე ისაუბრა
ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. ბრალდების მხარემ დღეს პროცესზე დოქტორ დოტის ვიზიტის პერიოდზე ისაუბრა.
როგორც პროკურორმა განაცხადა, დოტის ჩამოყვანის საკითხს საზოგადოებაში, მათ შრის ქართულ და უცხოურ პრესაშია უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომლის შედეგად, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოებისთვის აღნიშნული ხარჯები დაემალა და ამით, რამდენიმე მილიონი ლარი გაიფლანგა.
დაცვის მხარისთვის კი საერთოდ გაუგებარია, რატომ გამოიკვლია დღეს, აღნიშნული ვიზიტის დროს გაწეული ხარჯები პროკურატურამ.