ზაზა ბიბილაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა ბიბილაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა.

პარტიის წევრები პრეზიდენტს გრიფის მოხსნას და იმ ხარჯების გასაჯაროებას სთხოვენ, რასაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 2013 წლის შემდეგ იღებს.

ბიბილაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ ისეთი ტიპის ხარჯების გაწევაში ადანაშაულებენ, რაშიც თანხებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახალი ხელისუფლების პირობებშიც ხარჯავს, მათ შორის, დელეგაციების მასპინძლობისას.