„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს სდსს-ის მიერ 2013 წლიდან გაწეული ხარჯების გასაჯაროებას სთხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს სდსს-ის მიერ 2013 წლიდან გაწეული ხარჯების გასაჯაროებას სთხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა ბიბილაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა.

პარტიის წევრები პრეზიდენტს გრიფის მოხსნას და იმ ხარჯების გასაჯაროებას სთხოვენ, რასაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (სდსს) 2013 წლის შემდეგ გაიღებს.

ბიბილაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე ​სდსს-ის მიერ ისეთი ტიპის ხარჯების გაწევაში ადანაშაულებენ, რაშიც თანხებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახალი ხელისუფლების პირობებშიც ხარჯავს, მათ შორის, დელეგაციების მასპინძლობისას.

„არსებული საკითხის მიმართ საჯარო ინტერესი ძალიან მაღალია და ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ ეს საქმე არის სრული აბსურდი და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების საკითხია. თუ პრეზიდენტი გამოიჩენს სახელმწიფოებრივ მიდგომას, მაშინ ამ ხარჯების გასაჯაროებას ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზაზა ბიბილაშვილმა.