პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსების“ პრემიერა ოპერისა და ბალეტის თეატრში
19 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსების“ პრემიერა გაიმართება. “სოფლის ღირსება“ ამჯერად გენუას თეატრი კარლო ფელიჩეს ვერსიით დაუბრუნდება, ვიქტორ გარსია სიერას რეჟისურითა და მადრიდში სპეციალურად შექმნილი კოსტიუმებით.
საპრემიერო სპექტაკლზე მთავარ პარტიებს მოწვეული სოლისტები – მიხეილ შეშაბერიძე და ნინო სურგულაძე შეასრულებენ.