245 000 სურათიდან, მესტიის ფოტო 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა - ვიკიპედიის საერთაშორისო ფოტოკონკურსი
245 000 სურათიდან, მესტიის ფოტო 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა - ვიკიპედიის საერთაშორისო ფოტოკონკურსი

„ვიკის უყვარს ძეგლები“ (Wiki Loves Monuments) ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსია, რომელიც სექტემბერში ტარდება. კონკურსს ორგანიზებას უწევენ ვიკიპედიის საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით.

მონაწილეები იღებენ ადგილობრივი მონუმენტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოებს და ვიკისაწყობში (Wikimedia Commons) ტვირთავენ.

პროექტის აქტიური მხარდამჭერია იუნესკო.

კონკურსის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც, ნებისმიერი ადამიანისთვის, თავისუფალი ლიცენზიით იქნება შესაძლებელი.

ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილების ორგანიზებით, ბოლო ორი წელია, კონკურსში საქართველოც მონაწილეობს.

პროექტის ფარგლებში, 2016 წელს, ჩვენი ქვეყნის ძეგლების ამსახველი 6 929 ფოტო აიტვირთა, 2017 წელს კი 2 052.

პროექტში მონაწილე ქვეყნებში გამარჯვებული ადგილობრივი ფოტოები შემდეგ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონკურსში, რომელშიც გამოვლინდება 15 საუკეთესო ფოტო ყველა მონაწილე ქვეყანას შორის.

2017 წელს კონკურსში მონაწილე ქვეყნები

წელს, 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის საქართველოში გადაღებული ფოტოც მოხვდა. უკრაინელი დმიტრო ბალხოვიტინის მიერ მესტიაში, სვანური კოშკებისთვის გადაღებულმა სურათმა მე-13 საპრიზო ადგილი დაიკავა.

2017 წელს, ფოტოკონკურსში 54 ქვეყანა მონაწილეობდა. აიტვირთა 245 000-ზე მეტი ფოტო. ვიკიპედიას და მის დობილ პორექტებს საკუთარი ნამუშევრები 10 000-ზე მეტმა ფოტოგრაფმა შესწირა თავისუფალი ლიცენზიით გამოყენებისთვის.

საბოლოოდ, თითოეული მონაწილე ქვეყნიდან გადაგზავნილ საუკეთესო 489 ფოტოს შორის, საერთაშორისო ჟიურიმ 15 რჩეული გამოავლინა. მათ შორის მოხვდა მესტიის ფოტოც.

პირველი ადგილი

ხანდობის ტაძარი, ქალაქი პუნა, ინდოეთი.

 

 

მეორე ადგილი

მთის მღვიმეში დამალული სამეფო პავილიონი, ტაილანდი.

 

მესამე ადგილი

ბაიტულ-მაკარამის მეჩეთი, დაკა, ბანგლადეში.

 

მეოთხე ადგილი

ბარონ ემპინის სასახლე, კაირო, ეგვიპტე.

 

მეხუთე ადგილი

ვერუკოლეს ციხესიმაგრე, ტოსკანა, იტალია.

 

 

მეექვსე ადგილი

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ისევ იგივე ვერუკოლეს სასახლეა, ინტერიერი.

 

მეშვიდე ადგილი

მარტოდმარტო მკითხველი, ბაიტულ-მაკარამის მეჩეთი, დაკა, ბანგლადეში.

 

 

მერვე ადგილი

მონრეალის ღვთისმშობლის ბაზილიკა, კანადა.

 

მეცხრე ადგილი

ბუდისტური ტაძარი ვატ-ბენჩამაბოპჰიტი, ბანგკოკი, ტაილანდი.

 

მეათე ადგილი

სიდნეის ოპერის თეატრი, ავსტრალია.

 

მეთერთმეტე ადგილი

მიტოვებული ნავმისადგომი, ბრაიტონი, გაერთიანებული სამეფო.

 

მეთორმეტე ადგილი

სამორინეს დარბაზი, ვისბადენი, გერმანია.

 

მეცამეტე ადგილი

IX-XII საუკუნეების სვანური კოშკები, მესტია, საქართველო.

 

მეთოთხმეტე ადგილი

ტაბატაბაეის ისტორიული სახლი, ქაშანი, ირანი.

 

მეთხუთმეტე ადგილი

მოხუცი კაცი იტალიის ქალაქ კომაკიოს ისტორიულ ცენტრში.