დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვარ სოფიო ჩერქეზიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით „და მერე მან თქვა, ალბათ“, 28 ფერწერულ ნამუშევარს აერთიანებს. გამოფენის შემადგენელი ნაწილია ასევე ინსტალაცია სახელწოდებით „ხეებმა იციან მხარში დგომა”. გამოფენის კონცეფცია ქალების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს მოიცავს. ავტორის მთავარი გზავნილი კი ასეთია: ჩვენ შეგვიძლია გავიგონოთ – ქალების ხმა. ეროვნულ გალერეაში დამთვალიერებელს 14 ივლისის ჩათვლით ელოდებიან.