„აბრეშუმის გალერეაში“ მხატვარ ოტია ჩაგელიშვილის რიგით მეოთხე პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე, სახელწოდებით „პანდემიის დასრულება“, მხატვრის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტილოზე ზეთითა და აკრილით შესრულებული 50-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა, რომელიც მხატვარმა ექიმებს მიუძღვნა, აბრეშუმის გალერეაში 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.