პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში

რამდენად ხშირად ირღვევა მოქალაქის პერსონალური მონაცემები – 2018 წლის ანგარიშმა აჩვენა, რომ სტატისტიკა შედარებით იკლებს, თუმცა მზარდია დაზარალებულთა მიმართვიანობის მაჩვენებელი.

მთავარ პრობლემად ინფორმაციის ნაკლებობა და კონკრეტული პირის პირადი ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნით გადამოწმების ფაქტები სახელდება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დასკვნის მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო ან კერძო სექტორში დაცული ბაზიდან მოქალაქის პირადი მონაცემების გაჟონვა ხდება. სისტემურ ხარვეზად არის მიჩნეული კონფლიქტში ჩართული არასრულწლოვნების, ასევე გადასახადის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების მონაცემების საჯაროდ გავრცელების შემთხვევებიც.