პენტაგონის პოზიცია

პენტაგონის წარმომადგენლის, საბრინა სინგის განცხადებით, შეერთებულ შტატებს აქვს ვალდებულება, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაუგრძელოს. როგორც სინგმა აღნიშნა, მოქმედი ადმინისტრაციის ვადის ბოლომდე აქტიური დარჩება საპრეზიდენტო დახმარების პაკეტები და უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა. ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინის დახმარების გეგმას კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით იანვარში დაგეგმილი ადმინისტრაციის ცვლილების ფონზე.