პედაგოგების ვაქცინაცია გრძელდება. განათლების სფეროს წარმომადგენლები ამბროლაურის რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში აიცრნენ. საუბარია სოფელ ნიკორწმინდის, ხვანჭკარისა და სადმელის საჯარო სკოლის მასწავლებლებზე. იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გაეცნო.