“პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. როგორც ჟურნალისტებს გამგზავრებამდე ადა მარშანიამ განუცხადა, დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის დუმის დეპუტატებთან. მარშანიას თქმით, მათი ყველა ვიზიტი მთავარ საკითხს – ქვეყნის გამთლიანებას ემსახურება. მისი თქმით, შეხვედრებზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხზეც ისაუბრებენ.
“პატრიოტთა ალიანსის” ეს უკვე მესამე ვიზიტია რუსეთის დედაქალაქში, დელეგაციის შემადგენლობაში ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია არიან.