პატრიარქის გზავნილები, რომლებსაც საზოგადოება მთელი წელი ელის და შობის ღამეს ისმენს.
ილია მეორის წლევანდელი საშობაო ეპისტოლე რამდენიმე საკითხს ეთმობა. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული ბავშვების აღზრდა-განათლებაზე, სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე, შვილების მიმართ მშობლების დამოკიდებულებაზე, ოჯახის სიმყარეზე და სიტყვის თავისუფლებასა და დეზინფორმაციას შორის ზღვარის დაცვაზე.
კათოლიკოს-პატრიარქი საუბრობს სიტყვის თავისუფლების, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლების მნიშვნელობაზე, თუმცა ფიქრობს, რომ ხშირად მას ბოროტად იყენებენ.
ერის სულიერი წინამძღოლი მიმართავს მშობლებსაც და მათ შვილების აღზრდის პროცესში უფრო აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს.
პატრიარქს შენიშვნები აქვს სასკოლო პროგრამების მიმართაც.