უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულსა და ძალასაც აძლევს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.
ილია მეორემ საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა და წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.
პატრიარქმა ერთ-ერთი გალობის შექმნის ისტორია გაიხსენა და სასულიერო პირებთან ერთად ეს საგალობელიც შეასრულა.