პატრიარქის საკვირაო ქადაგება

„ცხოვრების გზაზე მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს, ამ დროს სჭირდება მას დახმარება და სულიერი შეწევნა“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორის თქმით, პარასკევს, 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულია, ხუთშაბათს საღამოს და პარასკევს, დილით, წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. შაბათს, 13 ივლისს კი, სვეტიცხოვლობა და წირვა-ლოცვა შესაბამისად სვეტიცხოვლის ტაძარში შესრულდება.