პატრიარქის საკვირაო ქადაგება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს სამების ტაძარში საკვირაო წირვა ჩაატარა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

პატრიარქის თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროში, როცა სიმართლე და სიბნელე ერთმანეთს ექიშპება და ადამიანს უჭირს გაიგოს, სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე.

უწმინდესის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენ რას მივაღწევთ – სინათლეს თუ ურჯულოებას.