დღეს ხარებაა. სადღესასწაულო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში მდებარე ხარების ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჩაატარა.
ილია მეორემ ღვთის სიყვარულზე იქადაგა და მრევლს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან ძე ღვთისა იშვებოდა.