„ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, ღმერთი მოგვცემს მადლსა და ძალას, – ამის შესახებ კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
ილია მეორემ ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა. მისმა უწმინდესობამ აფხაზეთის მიტროპოლიტობის პერიოდიც გაიხსენა.