განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ მამაკაცს, რომელიც ახალგაზრდა ქალის დაწვას ცდილობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურორის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის მოტივი ეჭვიანობა იყო. საქმეზე წინა სასამართლო პროცესი 20 აგვისტოს ჩაინიშნა.
შემთხვევა 29 ივნისს მოხდა. 24 წლის მამაკაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. 23 წლის გოგონა დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, მას სხეულის 37 % აქვს დამწვარი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.