ქართველი მეფისა და მხედართმთავრის, ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხი დოკუმენტურ სერიალზე იწყებს მუშაობას, რომელიც ერეკლე მეორეს მიეძღვნება. ნამუშევარი ექვს სერიას გააერთიანებს. დოკუმენტური სერიალის იდეის ავტორი ვასილ მაღლაფერიძეა, ხოლო სცენარის – აკა მორჩილაძე. სერიალი მეფე ერეკლეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.