„პატარა კახი“ - დოკუმენტური სერიალი საქართველოს პირველ არხზე

ქართველი მეფისა და მხედართმთავრის, ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღი აღინიშნა თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში. მეფე ერეკლეს მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა. წარმოდგენილი იყო ერეკლე მეორისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები, მათი პორტრეტები, მხატვრების მიერ შექმნილი ნახატები.

თარიღთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა. „მისი მემკვიდრეობის ობიექტური შეფასების დროც დადგა! დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა იდეოლოგიის გამოისობით, ერეკლე მეფე გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერასთან იყო გაიგივებული. მისი უდიდესი მიღწევები – სამხედრო თუ სახელმწიფო სფეროში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში კი მივიწყებული ან დამახინჯებული, მსგავსად დანარჩენი ჩვენი ისტორიისა. დროა, დავიწყოთ მისი ღვაწლის გახსენება და აღიარება!“

 

დატოვე კომენტარი