პასუხგაუცემელი კითხვა - რამდენად ძლიერ იარაღს ფლობს ჩრდილოეთ კორეა?
რამდენად ძლიერ იარაღს ფლობს ჩრდილოეთ კორეა? ეს პასუხგაუცემელი კითხვა დასავლეთსა და აღმოსავლეთში სულ უფრო ხშირად ისმის. გაერო-ს უშიშროების საბჭოში, 15-ვე ქვეყანამ ახალი რეზოლუცია ფხენიანისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ ერთხმად მიიღო. სანქციებს მხარი ჩრდილოეთ კორეის ორმა მოკავშირემ, რუსეთმა და ჩინეთმაც დაუჭირეს. მიმდინარე წელს ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ფხენიანის ბირთვული მუქარის საპასუხოდ, სანქციებს ამკაცრებენ.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მიზანია, კიმ ჩენ ინის რეჟიმმა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა შეწყვიტოს, რაც მთელი მსოფლიოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ქეთი თუთბერიძე გიამბობთ.