ირანელი მეცნიერის მკვლელობა და დემონსტრაციები

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის მკვლელობამ რეგიონში ვითარება უკიდურესად გაამწვავა.

მოჰსენ ფახრიზადე თეირანთან ახლოს, გაძლიერებული დაცვის მიუხედავად, მოკლეს. მკვლელობაზე ოფიციალური პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა ირანის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მეცნიერის ლიკვიდაცია ისრაელმა დაგეგმა და განახორციელა. ირანის მთავრობა თავდასხმისთვის სასტიკ შურისძიებას გეგმავს, ამ ფონზე ისრაელი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ოფიციალური თეირანი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს,  ორმაგ სტანდარტებზე უარი თქვას.