პარლამეტის შენობასთან ლგბტ თემის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის გადაყენება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დასწრებას და თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ, რატომ არ აპირებს 17 მაისს ღონისძიების გამართვას. ამასთან, აქციაზე მოხდა ინციდენტი, რა დროსაც გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს, რომელმაც ლგბტ თემის მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინა.