პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენება პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება

2 მაისის პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლიური მოხსენებით გამოსვლა პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება.

როგორც ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, პოლიტიკური დებატების ფორმატი ნებისმიერ დეპუტატს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის გამოსვლაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს.

პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ექნებათ, ფრაქციებს 15-15 წუთი, დამოუკიდებელ დეპუტატს – 5 წუთი.