მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასა და სოციალური პაკეტის მომზადებაზე მსჯელობენ პრალამენტში. კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე წარადგენს. სტატუსი ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებს მიენიჭებათ. ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც უკვე შეთანხმებულია ფინანსთა სამინისტროსთან, ელექტროენერგიის სუბსიდირებაა. 4-შვილიან ოჯახებს, ყოველწლიურად, დენზე 240-ლარიანი დახმარება მიეცემათ, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე – 120 ლარი დაემატებათ.