პარლამენტში მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე მსჯელობენ

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასა და სოციალური პაკეტის მომზადებაზე მსჯელობენ  პრალამენტში. კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე წარადგენს. სტატუსი ოთხ  და მეტ შვილიან ოჯახებს მიენიჭებათ. ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც უკვე შეთანხმებულია ფინანსთა სამინისტროსთან, ელექტროენერგიის სუბსიდირებაა. 4-შვილიან ოჯახებს, ყოველწლიურად, დენზე 240-ლარიანი დახმარება მიეცემათ, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე – 120 ლარი დაემატებათ.