პარლამენტის წევრები სერჟანტთა აკადემიაში

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები ეწვივნენ. მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ უმასპინძლეს.

სერჟანტთა აკადემიაში დეპუტატებისთვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ისინი აკადემიის ისტორიას გაეცნენ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს სტრუქტურის, ამოცანებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს, ასევე სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ და კვებით პირობებს გაეცნენ.

კანონმდებლები უფროსი სერჟანტისა და სამეთაურო-საშტაბო კურსების ერთობლივი სწავლების მიმდინარეობას დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს კი გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.